ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.
ახალ სამთავრობო კაბინეტში სულ 10 მინისტრი და ერთი სახელმწიფო მინისტრია, მათგან ახალი ხელმძღვანელი სამ უწყებას ეყოლება.

განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის - ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის - გიორგი ქობულია.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გუნდი, რომელიც მოიპოვებს დამსახურებულ ნდობას პარლამენტში. იქნება ხალხის და ქვეყნის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს მართვის მაღალ სტანდარტს", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ახალი უფროსი ჰყავს მთავრობის ადმინისტრაციას. ამ პოსტზე კახა კახიშვილი ინიშნება. 

ახალი მინისტრთა კაბინეტი საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება, რის შემდეგაც შემადგენლობა საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება. ახალი მთავრობის პარლამენტის მიერ დამტკიცებამდე კი კომიტეტებში განხილვები გაიმართება.



ამავე თემაზე:

გაუქმებული სამინისტროები და დამატებული სახელმწიფო მინისტრის აპარატი - სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დღის სიახლეები
24 / ნოემბერი 2024
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
24 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
24 / ნოემბერი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად შემცირდება. 26-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.