ზუგდიდის მერია წარმატებული მოსწავლეებისთვის 35 000 ლარამდე დახარჯავს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების წარმატებული
მოსწავლეებისთვის სიგელების, თითო
წიგნის გადასაცემად, ურეკში საზაფხულო ბანაკის მოწყობისა და
სასტუმროს მომსახურებისთვის 33 500 ლარს გამოყოფს. სხვადასხვა
მომსახურებისთვის მერიამ სამი ტენდერი გამოაცხადა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნებში წარმატებული 150
მოსწავლისთვის ურეკში საზაფხულო ბანაკის მოსაწყობად და სასტუმროს
მომსახურებისთვის მერია 28 400 ლარს დახარჯავს. სატენდერო
დოკუმენტაციის თანახმად, მოსწავლეები აგვისტოს ბოლოს ურეკში ორ
ნაკადად ჩავლენ და საზაფხულო ბანაკში 5-5 დღეს გაატარებენ.
85 ზუგდიდელი მედალოსნისთვის კი 4 250 ლარად მერია 85 „საქართველოს
ისტორისს ატლასს“ შეიძენს, 850 ლარად კი მათთვის გადასაცემ სიგელებს
დაამზადებენ.
სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და ორ დღეს
გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები