წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში მდებარე ფერისცვალების
ტაძარს ახალი გალავნით შემოსაზღვრავენ. შესაბამისი ტენდერი კულტურული
მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ტაძრის
გარშემო გალავანი სრულად უნდა აღადგინოს, ხოლო დამხმარე ნაგებობების
კონვერსაცია მოახდინოს.
მეცამეტე საუკუნის სქურის ფერისცვალების ტაძარს რეაბილიტაცია ორი წლის
წინ ჩაუტარდა, თუმცა ტაძრის ეზო დაზიანებული გალავნის გამო
შემოსაზღვრული ამ დრომდე არაა.
სამუშაოების ღირებულება 200 000 ლარია. მსურველებს წინადადებების
შეტანა 28 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
მასალის გამოყენების პირობები