შავ ზღვაზე მოსალოდნელი შტორმის გამო დამსვენებლებს აფრთხილებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე მყოფ
დამსვენებლებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ ზღვაზე მოსალოდნელი
4-ბალიანი შტორმის გამო ბანაობა აკრძალულია.
"შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი
ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის
აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება", -
აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს,
დაიცვან უსაფრთხოების წესები.
მასალის გამოყენების პირობები