პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მორწმუნეებს ვლაქერნობა ზუგდიდში
მშენებარე ტაძრიდან მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ მან მრევლს
მიმართა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღეს მისთვის განსაკუთრებულად
სიხარულის მატარებელი და ემოციურია.
„ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულია თქვენ გვერდით ყოფნა. დღეს
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღეს, რომელიც ყველა
ქრისტიანისთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მივულოცო ყველა ქრისტიანს
და მართლმადიდელებს ეს დღეს, ზუგდიდს, სამეგრელოს მოსახლეობას და ჩვენ
მოქალქეებს აფხაზეთიდან. ვიცი, რომ ბევრი მათგანი აქაა. ასევე ვულოცავ
მათ, ვინც ზუგდიდში სხვადასხა რეგიონიდან ჩამოვიდა.
მინდა ვუსურვო თითოეულ ოჯახს მშვიდობა და კეთილდღეობა. საქართველო
არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და დღესვანდელი დღე
განსაკუთრებით ემოციურია. ძალიან ძნელია, ენით აღვწერო ის ემოცია, რომ
თქვენთან ერთად აქ ვდგავარ და ამ ყველაფერს აღვიქვამ“, - თქვა
ბახტაძემ.
მილოცვის შემდეგ პრემიერმა ტაძარი დატოვა. მას ჟურნალისტებთან
კომენტარი არ გაუკეთებია.
ამავე თემაზე:
პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში საზეიმო წირვას ესწრება
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები