სოხუმი: ქმრის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ქალმა დანაშაული აღიარა
ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე სოხუმში ცოლმა ქმარი მოკლა. ა. ავიძბა
ცოლის ს. კვარჩიას მიერ მიყენებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.
ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესსამსახური
ავრცელებს ინფორმაციას. ს.კვარჩია სოხუმის შინაგან საქმეთა
სამმართველოში გამოცხადდა და დანაშაული აღიარა. ის წინასწარი
დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მკვლელობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
მასალის გამოყენების პირობები