მესტიის მერია ფესტივალ „სვანეთობისთვის“ 15 000 ლარს გამოყოფს
მესტიაში ფესტივალი „სვანეთობა 2018“ გაიმართება, რომლისთვისაც მერია
15 000 ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალიტეტის მერიამ
გამოაცხადა.
ფესტივალზე 17 სოფლიდან 10 სახეობის ტრადიციულ კერძს წარმოადგენენ,
ასევე, გამოიფინება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები და
ხელნაკეთი ნივთები. ამავე დღეს სვანეთის საპატიო მოქალაქესაც
დაასახელებენ.
ფესტივალის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში 160 სტუმრისთვის
სასტუმროს მომსახურების ხარჯებიცაა გათვალისწინებული.
ტენდერში ორმა პრეტენდენტმა კომპანიებმა „ახალგაზრდები მთისთვის“ და
„ბი ჰეფი“-მ მიიღო. ამ ეტაპზე გამარჯვებულის შერჩევის პროცესი
მიმდინარეობს.
ფესტივალი 29 ივლისს ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები