გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოქალაქის სადურგლო საამქროში ლენტური ტიპის სახერხი
დანადგარი ნახეს, რომელიც არ არის რეგისტრირებული მერქნული რესურსების
მართვის ელექტრონულ ბაზაში.
ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები
გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები