ენერგოომბუდსმენი ზუგდიდში ელექტროენერგიის ხშირ გათიშვაზე: ჩემი შეფასება ძალიან მწვავეა (ვიდეო)
15:45 / 18.07.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ენერგოომბუდსმენმა სალომე
ვარდიაშვილმა სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მან ზუგდიდელებს ენერგო
ომბუდსმენის ოფისის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა და
მათი მუშაობის სპეციფიკა გააცნო. თავად შეხვედრის დამსწრეებისგან კი
ზუგდიდში ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის
მიწოდების კუთხით არსებული პრობლემები მოისმინა.
მისი შეფასება ზუგდიდში ხეების გადატანის გამო ელექტროენერგიის ხშირ
გათიშვასთან დაკავშირებით საკმაოდ მწვავეა. სალომე ვარდიაშვილმა თქვა,
რომ ენერგო-პრო ჯორჯიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით
რეკომენდაციებს გაუგზავნის.
„კომპანია ვალდებულია მოგაწოდოთ საიმედო და უწყვეტი მომსახურება,
ყველა პრობლემა უნდა აღმოფხვრას და გადაჭრას, რათა არ შეწყდეს
მომსახურება ან შეწყვეტილი დროულად აღდგეს. ჩემი შეფასება არის
მწვავე. ამ დროს ირღვევა მომხმარებლის უფლება. ჩემი რეკომენდაციაა,
რომ ენერგო-პრომ გაატაროს ყველა აუცილებელი ღონისძიება, გამოცვალოს
ინფრასტრუქტურა, მოაგვაროს ხეების გაკაფვის პრობლემა, რომ
ელექტროსადენები მუდმივად მწყობრში იყოს და ამინდის ცვლილებამ არ
გამოიწვიოს მომხმარებლის უფლების შეზღუდვა ამ კუთხით“, - აღნიშნა
ვარდიაშვილმა.
შეხვედრის მონაწილეებმა კი მას ელექტროენერგიის ხშირი შეზღუდვის
გარდა, ბუნებრივი აირის დაბალი წნევის შესახებაც მიმართეს, რაზედაც
ვარდიაშვილმა უპასუხა, რომ მისი აპარატი აღნიშნულ პრობლემებს
შეისწავლის და მომხმარებლების ინტერესებისა და უფლებების აღსადგენად
ღონისძიებებს გაატარებს.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მომავალში რეგიონებში საკუთარი
წარმომადგენლის გამოგზავნასაც გეგმავენ, რომლებიც ადგილზე
იმუშავებენ.
როგორც მან აღნიშნა, ენერგოომბუდსმენი ხშირად ისეთ საკითხებზე
მუშაობს, როგორიცაა დარიცხული თანხების ჩამოწერა. მან ასევე თქვა, რომ
მომხმარებელთა მომართვიანობა საკმაოდ
მაღალია და მათ საკუთარი უფლებების დაცვის მექანიზმები გააცნო.
თავად შეხვედრის მონაწილეების თქმით, მსგავსი შეხვედრები
მნიშვნელოვანია, რადგან მომხარებლებმა უნდა იცოდნენ საკუთარი
უფლებების შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ ხდება ცნობიერების ამაღლება, რადგან ჩვენ უნდა
ვიცოდეთ,სად გადის კომპეტენციის ზღვარი და ძალიან კარგია რო დღეს
გავენაცით სხვადასხვა შემთხვევას. რატომღაც მეგონა, რომ ეს ის სფეროა,
რომელშიც მომხმარებელი თავის უფლებას ვერ დაიცავს სათანადოდ“, - თქვა
„სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის" ხელმძღვანელმა
ციცინო შენგელია.
ენერგოომბუდსმენის აქტივობა „შენი ხმა რეგიონს“ სამომხმარებლო
ცნობიერების ამაღლებას და რეგიონულ ქალაქებში არსებული პრობლემების
ანალიზს ემსახურება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები