ასოციაცია “მერკური” საკუთარი ინიციატივით, ზუგდიდში არსებული
მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგს განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა 25 ივლისს გაიმართება და
მასში მონაწილეობას ცხოველთა უფლებების დამცველები მიიღებენ. როგორც
რადიო „ათინათს“ ასოციაციაში უთხრეს,
მნიშვნელოვანია მიუსაფარი ცხოველების რიცხოვნობის დათვლა, რათა
შეიქმნას საბაზისო მონაცემები და ინფორმაცია მათი საჭიროებების
შესახებ.
„გვინდა გავაკეთოთ ცხოველთა მონიტორინგი, რადგან ადგილობრივ მთავრობას
არ აქვს ინფორმაცია იმაზე თუ რამდენია საერთოდ. ვამბობთ, რომ გვინდა
თავშესაფარი, უნდა ვიცოდეთ რამდენ ცხოველზეა საუბარი, რამდენად
მწვავეა ეს პრობლემა. ველოდებით აქტივისტებს, ცხოველთა უფლებების
დამცველებს და იმ ადამიანებს ვინც ექნება თანამშრომლობის სურვილი.
გვჭირდება მოხალისეები, რათა განხორციელდეს მონიტორინგი“, - თქვეს
ორგანიზაციაში.
ასოციაცია „მერკურმა“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია
თემაზე, „მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მონიტორინგის მეთოდოლოგიაზე“
უკვე ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები