ფრაქცია „ენმ“-ის 6 თვიანი მუშაობის ანგარიში (ვიდეო)
13:27 / 19.07.2018
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საკრებულოს ფრაქცია
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მუშაობის ნახევარწლიანი ანგარიში
წარადგინა.
ფრაქციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ და წევრებმა დათა შელიამ და პაატა
ადამიამ შეხვედრაზე მოსულ სტუმრებს საკუთარი საქმიანობის
მიმართულებები გააცნეს.
წითლიძის შეფასებით, მათი მუშაობა ნახევარწლიან პერიოდში წარმატებული
იყო.
მან მოსახლეობასთან შეხვედრებზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან
შუამგომლობასა და ინიციატივებზე ისაუბრა.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ, რაც შეიძლება მეტი მოქალაქის
პრობლემა დაგვეყენებინა სხდომებზე და ვყოფილიყავით შუამავალი.
ფრაქციას ამ დრომდე ჰქონდა 86-ზე მეტი შენიჩნა, რომელიც გადავაგზავნეთ
მერიასა და საკრებულოში, მერიაში გადაგზავნილი 74 შუამდგომლობიდან 34
დაკმაყოფილდა. გვქონდა 90-ზე მეტი შეხვედრა ადგილობრივ
მოსახლეობასთან. ადგილობრივი თვითთმართველობის ორგანოებთან
ვუშუამდგომლეთ გარემოვაჭრეეს, მოქალაქეებს პარკირებასთან
დაკავშირებით. ჯამში სულ 500-ზე მეტი ადამიანის პრობლემა მივიტანეთ
საკრებულოს სხდომაზე“, - თქვა მან.
გარდა ამისა, წითლიძემ საოლქო პროკურატურაში შეტანილ განცხადებებზე
გაამახვილა ყურადღება, რომელთა ნაწილზე გამოძიება დაიწყო. საუბარია
ოთხ საქმეზე: ყინულის სახლი, კონტრაბანდა, მეოთხე საჯარო ბაღი, თაუნ
პარკი.
შეხვედრას, რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა, არასამთავრობო
ორგანიზაციის წარმომადგენლები, ენმ-ის მხარდამჭერები და ბენეფიციარები
დაესწრნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები