მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლა გაქურდეს.
სოფლის რწმუნებულის თამაზ სუბელიანის ინფორმაციით, შემთხვევა ორი
დღის წინ მოხდა.
"მხოლოდ ის ვიცით, რომ წაიღეს ერთი კომპიუტერი, მეტი არაფერი", -
უთხრა რადიო "ათინათს" სუბელიანმა.
შს სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოზიება 177-ე ქურდობის
მუხლით დაიწყო.
მასალის გამოყენების პირობები