ფოთი 21 ივლისიდან რეგიონული თეატრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს
უმასპინძლებს. როგორც რადიო ,,ათინათს''
ვალერიან გუნიას
სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის თეატრის დირექტორმა თენგიზ
ხუხიამ უთხრა, ფესტივალის საზეიმო გახსნა და პირველი სპექტაკლი
მალთაყვის ტერიტორიაზე გაიმართება. ხოლო დაგეგმილი წარმოდგენები ფოთში
სხვადასხვა ლოკაციებსა და ქალაქგარეთ ჩატარდება. ამის მიზეზად მან
თეატრის შენობის ავარიული მდგომარეობა დაასახელა.
„თეატრის ავარიული შენობის გამო, თავი შევიკავეთ აქ სპექტაკლების
ჩატარებისგან. ფოთის გარდა გასვლა ქუთაისში, ბათუმში, ოზურგეთში,
ურეკში გვექნება“, - თქვა თენგიზ ხუხიამ.
მისვე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უკრაინის, ირანის,
ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16
სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, მსახიობებს უცხოელი
სპეციალისტები მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
მასალის გამოყენების პირობები