ზუგდიდში გამსახურდიას #34-ში მდებარე ოთხსართულიანი საცხოვრებელი
ბინის ერთ-ერთ ოთახში გაზის ბალონი აალდა. შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
სახლში მარტოხელა მოხუცი იმყოფებოდა. მისი თქმით, ბალონში ბუნებრივი
აირი ახალი ჩატვირთული იყო.
„სახლში მარტო ვიყავი. ბალონს მოვუკიდე და მთლიანად წაეკიდა ცეცხლი,
როდესაც მისი ჩაქრობა საკუთარი ძალებით ვერ მოვახერხე, მეზობლებს
დავუძახე და სახანძროში დარეკეს“, - თქვა ეთერ ნანავამ.
ადგილზე ორი სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.
მასალის გამოყენების პირობები