ზუგდიდში გამსახურდიას ნომერ 23-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის
ჭერს ცეცხლი გაუჩნდა. ბინის მცხოვრებლების თქმით, ცეცხლი
ელექტროსადენებს
გაუჩნდა და შემდეგ მესამე სართულზეც გადავიდა. ამ წუთებში ხანძარი
ჩამქრალია, მეხანძრეები ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებულია ორი საცხოვრებელი
ბინის კედლების ნაწილი.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო
ბრიგადები და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები