21 და 22 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე
ცნობით,
შეზღუდვები საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ფოთში, მდ.რიონზე მდებარე
წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს
უკავშიდება.
„აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარე წლის 21 და 22 ივლისს 08:00 სთ-დან
20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - ნათქვამია დეპარტამენტის მიერ
გავრცელებულ განცახდებაში.
დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება
საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის
საავტომობილო გზაზე.
მასალის გამოყენების პირობები