ფოთში დღეს გამთენიისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება
პროკურატურამ დაიწყო.
რადიო "ათინათს" უწყებაში უთხრეს, რომ
საქმეს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტების მუხლით სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა
იძიებს.
დღეს დილით მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის
დროს სამართალდამცავმა წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. დაჭრილი
საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამავე თემაზე:
შსს-ს განცხადება ფოთში მომხდართან დაკავშირებით
მასალის გამოყენების პირობები