საქართველოს რკინიგზა ზუგდიდი-თბილისის მატარებლის მგზავრებს კომპენსაციას გადაუხდის
საქართველოს რკინიგზა უამინდობის გამო შეფერხებით მოძრავი თბილისი-
ზუგდიდის მატარებლის მგზავრებს, კომპენსაციის
სახით თანხის 50% უკან დაუბრუნებს მათ შემქნილი დისკომფორტისთვის
ბოდიშს უხდის. ინფორმაციას რკინიგზა ავრცელებს.
„ზუგდიდან თბილისისკენ მოძრავი ჩქაროსნული მატარებელი უამინდობით
გამოწვეული ტექნიკური მიზეზების გამო, აგარა-გორის სარკინიგზო
გადასარბენზე გაჩერდა. ძლიერმა ქარმა, უხვმა ნალექმა და ელჭექმა
საკონტაქტო ხაზის გაწყვეტა გამოიწვია. შედეგად ვერ მოხერხდა
ელექტოენერგიის მიწოდება, რამაც მატარებლის მოძრაობა შეაფერხა“, -
აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
თანხის მისაღებად მიმდინარე კვირის განმავლობაში მგზავრებმა ნებისმიერ
საბილეთო სალაროებს უნდა მიმართონ.
მასალის გამოყენების პირობები