ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად
საქართველოში პორტის
დამფინანსებელი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები
ჩამოვიდნენ. ამის შესახებ
რადიო
"ათინათს" "ანაკლიის განვითარების
კონსორციუმიდან" აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, 5 საერთაშორისო ბანკის 60 წარმომადგენელი
ანაკლიის პორტის გუნდთან და მათ საერთაშორისო კონსულტანტებთან
შეხვედრებს მართავს. მსოფლიოში წამყვანი ფინანსური, გარემოს დაცვითი,
ტექნიკური და საინჟინრო სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საბანკო
ჯგუფები „ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა“ და მის პარტნიორებთან
პორტის მშენებლობის სხვადასხვა მიმართულებას განიხილავს.
ისინი პორტის ტერიტორიასაც მოინახულებენ.
ამ ეტაპზე ანაკლიაში სახმელეთო სამშენებლო სამუშაოების დამასრულებელი
ეტაპი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც, 2018 წლის აგვისტოში, პორტის
ტერიტორიაზე მასშტაბური საზღვაო სამშენებლო სამუშაოები იწყება.
ამავე თემაზე:
ანაკლიის
პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები
საქართველოსკენ მოემართებიან
(ფოტო)
მასალის გამოყენების პირობები