ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს
ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები
აღნიშნულ ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მძიმეწონიანი ავტომობილების გადაადგილების
შედეგად მათი საცხოვრებელი სახლები დაიბზარა. გარდა ამისა, ისინი
ამბობენ, რომ სატვირთოებით შხამ-ქიმიკატები გადააქვთ, რაც ადამიანის
ჯანმრთელობას ზიანს აყენებს.
აქციის მონაწილეებს ფოთის მერის მოადგილეები შეხვდნენ და პრობლემის
მოგვარებას დაპირდნენ. როგორც რადიო "ათინათს" მერიაში უთხრეს, ისინი
ამ საკითხზე მუშაობენ და სატვირთოების მძღოლებს ალტერნატიულ გზას
შესთავაზებენ.
მასალის გამოყენების პირობები