გაგრაში ამოქმედდა ჰაერსანაოსნო კლუბი «სქაიფლაი აბხაზია», რომელიც
მსურველებს საჰაერო
ბურთით 25-30 მეტრის სიმაღლეზე აიყვანს და გაასეირნებს. კომპანიის
დირექტორის დიმიტრი გულიას განცხადებით, ტურებს ჯერჯერობით ერთი და
მხოლოდ მიბმული აეროსტატი ემსახურება.
„მომავალში იგეგმება აეროსტატით ფრენები. უსაფრთხოება უზრუნველყოფილია
- მყარი ბაგირები და პროფესიონალი ინსტრუქტორი. აფრენა ხდება მხოლოდ
მაშინ, როდესაც ქარი არ არის “, - აღნიშნა გულიამ.
მასალის გამოყენების პირობები