ზუგდიდში მიუსაფარი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდება
16:04 / 25.07.2018
ასოციაცია “მერკური”, მოხალისეების დახმარებით, ზუგდიდში მიუსაფარი
ცხოველების მონიტორინგს იწყებს. აღნიშნულ თემასთან
დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა დღეს ორგანიზაციის ოფისში გაიმართა,
რომელსაც ცხოველთა მოყვარულები და დაინტერესებული პირები დაესწრნენ.
შეკრებილებმა ისაუბრეს თუ რა ფორმით უნდა მოხდეს მიუსაფარი ცხოველების
აღრიცხვა და მონიტორინგი.
დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე უფრო მეტი ძაღლი ბაზრის მიმდებარე
ტერიტორიაზე და დადიანების სასახლის ეზოში იყრის თავს. შეხვედრის
ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის
უფრო მეტი მოქალაქის ჩართვა იქნება საჭირო.
„გამომდინარე იქიდან, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა, როგორც
საქართველოში, ასევე ზუგდიდშიც საკმაოდ აქტუალურია. ჩვენ გადავწყვიტეთ
ვიმუშაოთ ამ საკითხზე და განვახორციელოთ მიუსაფარ ცხოველთა
რიცხოვნობის მონიტორინგი. გარდა ამისა, არ არსებობს ოფიციალური
სტატისტიკა, თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლი გვყავს დღეს ქუჩაში“, - თქვა
ასოციაცია "მერკურის" იურისტმა ლანა ჟვანიამ.
ცნობისთვის, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით,
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის
მოწყობასთან დაკავშრიებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური პროგრამებისა და განვითარების
ცენტრის“ წარმომადგენლებმა მერებს ინტერმუნიციპალური თავშესაფარის
პროექტი წარუდგინეს, თუმცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა
თქვეს, რომ თავშესაფრის ასაშენებლად თანხა არ აქვთ.
ამ დროისთვის, ზუგდიდიდან უპატრონო ძაღლები ოზურგეთის რაიონ სოფელ
დვაბზუში ინდ.მეწარმე გიორგი მაღლაფერიძეს გადაჰყავს. მასთან
ხელშეკრულება მერიამ ორი თვის წინ გააფორმა.
შესაბამისი ტენდერი მიმდინარე წლის განმავლობაში მერიამ რამდენჯერმე
გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ მეოთხე ჯერზე გამოვლინდა.
მერიას წინადადება მხოლოდ ერთმა პრეტედენტმა - გიორგი მაღლაფერიძემ
შესთავაზა. მან წინა ტენდერში მონაწილეობა ქუთაისში რეგისტრირებული
კომპანიის „ვექტრას“ სახელით მიიღო, თუმცა ტექნიკური დისკვალიფიკაცია
მიენიჭა.
სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, ძაღლების თავშესაფარში
მოთავსებისა და სხვადასხვა მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან
30 ათასი ლარი გამოიყო.
მას შემდეგ, რაც მერიის მიეც გამოცხადებული ტენდერი სამჯერ არ შედგა,
მერიამ გადასაყვანი ძაღლები რაოდენობა 461-დან 375-მდე შეამცირა.
ზუგდიდიდან მიუსაფარი ძაღლები მაღლაფერიძეს ოზურგეთის თავშესაფარში
2015 წელსაც გადაჰყავდა, რაც საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მაშინ გაირკვა, რომ ინდ. მეწარმე
გიორგი მაღლაფერიძის მიერ მოწყობილი თავშესაფარი სტანდარტებს არ
შეესაბამებოდა.
მერიის მიერ 2016 წელს გამოცხადებული ტენდერი ისევ გიორგი
მაღლაფერიძემ მოიგო, თუმცა სამოქალაქო სექტორის აქტიურობამ შედეგი
გამოიღო და მუნიციპალიტეტმა მეწარმესთან დადებული ხელშეკრულება
გააუქმა. ამის შემდეგ, უპატრონო ძაღლები ბათუმში გადაჰყავდათ, თუმცა
ამ შემთხვევაშიც ცხოველთა მოყვარულები თავშესაფარ "სერვერის"
პირობებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები