ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ეზოში დასაქმების ფესტივალი
სახელწოდებით „ჩვენ გეძებთ შენ“ გაიმართა. სამსახურის მაძიებლებს
20-მდე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი ვაკანსიები და
სტაჟირებები წარუდგინეს. აღნიშნული ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატის მერაბ ქვარაიას ინიციატივით ჩატარდა. როგორც მან აღნიშნა,
უმუშევრობის პრობლემა აქტუალურია და ეს ფესტივალი ხელს შეუწყობს
სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობას.
„დღემდე ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება
დასაქმება. ამდენად, ყოველი ღონისძიება, რომელიც დასაქმების თემატიკას
ეხება, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან
აქ წარმოდგენილი შეეცდებიან, რომ იპოვონ მათთვის საჭირო თანამშრომელი
და დაასაქმონ ისინი“, - აღნიშნა ქვარაიამ.
ფესტივალის ორგანიზატორის HR Hub-ის დირექტორის ანა ნავდარაშვილის
თქმით, მათი მოლოდინია, რომ დღევანდელი ღონისძიების შედეგად მინიმუმ
ასი ადამიანი დასაქმდება.
„ეს არის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი კომპანია,
რომლებმაც წარადგინეს აქტიური ვაკანსია. დღეს დადიანების სასახლის
ეზოში ადამიანებს შეუძლიათ გაესაუბრონ ამ კომპანიებს და იპოვონ
მათთვის სასურველი სამსახური. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია, იმიტომ
რომ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ, რეგიონებზე“, - თქვა მან.
აღნიშნული ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა მიკროსაფინანსო
ორგანიზაცია „ლაზიკა კაპიტალის“ კომერციულმა დირექტორმა გიორგი
წულეისკირმაც. მისი თქმით, დასაქმების მსურველთა რამდენიმე CV უკვე
მიიღეს.
ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს წარმატებული ადამიანების
გამოსვლები კარიერულ ზრდაზე, მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა
მნიშვნელოვან თემებზე.
გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის
აღსაზრდელების მიერ შესრულებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო ჰიმნი
"ჩემი საქართველო აქ არის" გაჟღერდა.
ფორუმს საჯარო მოხელეები, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები,
სამსახურის მაძიებლები და სხვა დაინტერესებული პირები
ესწრებოდნენ.
ღონისძიება StudentJob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და
ორგანიზებით გაიმართა. ზუგდიდში, ფესტივალი ზუგდიდის მაჟორიტარი
პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის, USAID-ის პროექტი ,,ზრდა" და World Vision
საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა.
რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ ხორციელდება
საქართველოს უნივერსიტეტისა და კრედო ბანკის ხელშეწყობით.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები