ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში შეამოწმებს ყველა
რეგისტრირებულ ხის სახერხ საამქროს, მიუხედავად მათი მფლობელებისა.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ ეტაპზე დანიშნულია
შემოწმება 2 უცხოურ (ჩინური და ირანული) კომპანიაში, რომელთა
საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად სფეროს წარმოადგენს ხის
გადამუშავება-რეალიზაცია.
„დღეისათვის საგამოძიებო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით
მიმდინარეობს. შემოწმება უკვე ტარდება ხე-ტყის გადამამუშავებელ 52
საწარმოში. ღონისძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე, გამოვლენილია
რეგისტრაციის გარეშე მოქმედი ხის სახერხი 23 საამქრო და ამოღებულია
ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა. ხე-ტყის მასალის რეალიზაციის
კანონიერების შესწავლის მიზნით, ქალაქებში თბილისში, ქუთაისსა და
ბათუმში მდებარე ბაზრობებზე ხე - ტყით მოვაჭრე 150-ზე მეტ ობიექტზე
ინვენტარიზაცია მიმდინარეობს”, - აღნიშნულია გავრცელებულ
განცხადებაში.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
210-ე, 192-ე, 287-ე პრიმა და 303-ე მუხლებით.
ამავე თემაზე:
ხაიშში მოლაპარაკებები დასრულდა - სპეცრაზმი და ფინანსური პოლიცია
ტერიტორიას ტოვებს
მასალის გამოყენების პირობები