7 თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთში 70-ზე მეტი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018
წლის 01 იანვრიდან დღემდე, სახერხების
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების
ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ასეთი 73 ფაქტი
დაფიქსირდა.
სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი - 112 ფაქტი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე
გამოვლინდა, აჭარაში - 95 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 74, , შიდა
ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 54 ფაქტი,
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 39, კახეთში - 28, გურიაში - 24 ფაქტი,
ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე - 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში -
3, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი.
გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის
დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო.
მასალის გამოყენების პირობები