ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო
მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ
რუხში
27-დან 30 ივლისის ჩათვლით 47 520 ღერი უაქციზო სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1552-ე მუხლის დარღვევას გულისხმობს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის
მასალები გაეგზავნა სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები