NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები
ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას"
მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას", 4% - "ევროპულ
საქართველოს", 3% - "ლეიბორისტულ პარტიას".
გამოკითხულთა უმრავლესობა - 30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას
მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. გამოკითხულთა
10%-მა პასუხზე თავი შეიკავა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში
ჩატარდა და სულ 2
409 ამომრჩეველი გამოიკითხა.
კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია.
კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით
ჩატარდა.
მასალის გამოყენების პირობები