მყინვარ ლეხზირთან ამ წუთებში გეოლოგები და სპეციალისტები მუშაობენ.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მესტიის
მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ
ჟორჟოლიანმა უთხრა. მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა და არც რაიმე სხვა საფრთხე არსებობს.
„ადგილზე იმყოფებიან სამაშველოს სამსახურის წარმომადგენლებიც და
გეოლოგებიც, რომლებიც გვეტყვიან, რა პროცესთან გვაქვს საქმე. საფრთხე
მოსახლეობას არ ემუქრება“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
გარემოს დაცვის სამინისტროში კი გვითხრეს, რომ, ჯერჯერობით, ზუსტი
ინფორმაცია, ჩამოიშალა თუ არა ნამდვილად მასა, არ არსებობს და
კომენტარს მოგვაინებით გააკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები