საკრებულოში ბაღების სტანდარტებთან დაკავშირებულ საკითხს კამათი მოჰყვა (ვიდეო)
18:12 / 03.08.2018
ზუგდიდის საკრებულომ დღეს მხარი დაუჭირა საბავშვო ბაღების
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის
სამოქმედო გეგმას. გადაწყვეტილებას ხმა არ მისცა „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ. ადამია თვლის, რომ 2020 წლამდე,
ბაღების სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია.
„ბაღების 65 პროცენტი შემოვლილი მაქვს. არცერთი მათგანი არ
შეესაბამება სტანდარტებს. რაც შეეხება პედაგოგების გადამზადებას,
კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია, რადგან ამდენი პედაგოგი ორი წლის
განმავლობაში გადაამზადო, ძალიან რთულია“, - თქვა ადამიამ.
საკრებულოს უმრავლესობის წევრებისთვისთის კი ადამიას პოზიცია
გაუგებარია.
„ვერ ვხვდები, საკამათო რა იყო. დოკუმენტს სწორი გაგება უნდა.
ინფრასტრუქტურულ ნაწილზე 2020 წლამდე არც არის საუბარი, საუბარია
მხოლოდ აღმზრდელობით და სასწავლო მეთოდების კუთხით პედაგოგების
გადამზადებაზე“, -აღნიშნა წოწერიამ.
მისივე თქმით, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, დევნილთა განსახლება უნდა
მოხდეს 4 ბაღიდან, დანარჩენების ინფრასტრუქტურული მოწესრიგება კი
ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები