ახალი ამბები
პარკირების საკითხთან დაკავშირებით დროებითი კომისია შეიკრიბა
ზუგდიდში პარკირების სისტემის მოსაწესრიგებლად სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ ჟურნალისტებს უთხრა, დღევანდელ სხდომაზე „თაუნ პარკთან“ დადებული ხელშეკრულებებისა და ტარიფების დადგენის დოკუმენტის გაცნობა და გადახედვა იყო დაგეგმილი.

„შევიკრიბებით, რათა მივიღოთ პარკირების წესი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ საკითხის მოგვარებას და მაქსიმალურად ყველა მხარის ინტერესების დაცვას“ , - თქვა წოწერიამ.

კომიისის ერთ-ერთი წევრის „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ადგილობრივი ოფისის კოორდინატორის არჩილ თოდუას ინფორმაციით, შემდეგი სხდომა უახლოეს ერთ კვირაში დაიგეგმა, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლომდე კი საბოლოო პროგრამა შეიქმნება, რომელიც დაადგენს, როგორ უნდა იმუშაოს პარკირების სისტემამ გამართულად.

შპს „თაუნ პარკმა“ ზუგდიდის ბიუჯეტში დავალიანება და ჯარიმა 55 000 ლარის ოდენობით სრულად გადაიხადა. მანამდე კომპანიამ მიმდინარე წლის თებერვალში ადგილობრივ ბიუჯეტში 51 411 ლარის ოდენობით შეიტანა. რადიო "ათინათის" მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ დავალიანება ივნისამდე სულ ოთხჯერ - იანვარსა (ერთხელ კვარტალური თანხა და 2 ჯარიმა) და თებერვალში გადაიხადა, რაც ჯამში 107 669 ლარს უდრის.

კომპანიას, რომელმაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოაწესრიგოს, ტერიტორიები ათწლიანი იჯარით აქვს აღებული. ადგილობრივ ბიუჯეტში „თაუნ პარკმა“ კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეიტანოს. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.


ამავე თემაზე:

„თაუნ პარკმა“ დავალიანება დაფარა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.