ყულიშკარსა და რუხში დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა,
ზუგდიდის რაიონის სოფელ ყულიშკარსა და რუხში 19 820 ღერი უაქციზო
სიგარეტი ამოიღეს. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
ამავე ცნობით, საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის
1552 მუხლის დარღვევაზე და აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის
შენახვა-გადაზიდვის ფაქტებზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის
შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმის
მასალები გაეგზავნა სასამართლოს.
მასალის გამოყენების პირობები