ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, გელენავების ოჯახმა საკუთარ
ეზოში განმარხებული ზღვის ზღარბი იპოვა, რომელიც, სავარაუდოდ,
70-80 მილიონი წლის წინანდელია.
"მამა მუშაობდა დაფნარში, იქ იპოვა. როგორც კი ვნახე მივხვდი, რომ
უნიკალურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. ძალიან ლამაზია, ყოველ მეორე
ზოლზე 2-2 ნასვრეტებიანი ზოლი აქვს. ჯერჯერობით, სახლში ვინახავთ.
შემდეგ ალბათ მუზეუმს გადავცემ", - ამბობს ლადო გელენავა.
ხობში ნაპოვნი გაქვავებული ზღვის
ზღარბი
ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ გაბუნიამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ აღმოჩენილი ნიმუში
ნამდვილად ზღვის ზღარბია, რომლებიც დედამიწაზე ცარცულ პერიოდში, 70-80
მილიონი წლის წინ ბინადრობდნენ. "ეს არის ძალიან კარგი ეგზემპლარი", -
თქვა პალეონტოლოგმა ვასილ გაბუნიამ.
Echinocorys sp. (კანეკლიანი, ზღვის ზღარბი) ს.კაცხი,
ჭიათურა
მსგავსი განმარხებული ცხოველის ნაშთი საქართველოს მუზეუმში
ინახება და ის ზედა ცარცული პერიოდისაა (70-65 მილიონი წელი).
მასალის გამოყენების პირობები