ზუგდიდში არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებულ
ცოლ-ქმარს ემა კვირტიასა
და ვასილ ახალაიასთან საპროცესი შეთანხმება გაფორმდა. ადვოკატის
ბაჩუკი ყურაშვილის ინფორმაციით, ახალაიას 2 წლით თავისუფლების
აღკვეთა, ემა კვირტიას კი ხუთი წელი პირობითი მსჯავრი მიესაჯა.
„გაფორმდა საპროცესო შეთანხმება და ეს განაჩენი სწორედ ამ შეთანხმების
შედეგია“, - უთხრა რადიო
„ათინათს“
ყურაშვილმა.
ზუგდიდში სამართალდამცავებმა ცოლ-ქმარი საკუთარი სახლიდან 28 მაისს
აიყვანეს. სავარაუდოდ, გატაცებული ბავშვის დედის თქმით, შვილმა და
მამამთილმა მას უთხრეს, რომ ცოლ-ქმარმა ბავშვი ვალის გამო წაიყვანა.
თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ
ბავშვი სახლიდან მოსაწესრიგებლად წაიყვანეს და არა ვალის დაბრუნების
მიზნით.
მათ ბრალი სს კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, მძევლად ხელში
ჩაგდება ედებოდათ. აღნიშნული ქმედება 9-დან 14 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებდა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდში
ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ცოლ-ქმრის საქმეზე სამი მოწმე
დაიკითხა
მასალის გამოყენების პირობები