საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხუთი რეგიონის, მათ
შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორების
ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამის შესახებ მამუკა
ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
„ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ გუბერნატორებს. მინდა განვმარტო,
რომ მე არ ვაპირებ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ რეგიონებში გუბერნატორები.
ვაპირებ, რომ ერთიანად წარვუდგინოთ გუბერნატორები საზოგადოებას“, -
თქვა პრემიერმა.
26 ივლისს მამუკა ბახტაძემ სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორი
ლევან შონია და მასთან ერთად 5 რეგიონის - შიდა ქართლის, მცხეთა -
მთიანეთის, სქვემო ქართლისა და სამცხე - ჯავახეთისა ხელმძღვანელი
პირები თანამდებობებიდან გაათავისუფლა. ამ დრომდე რეგიონის
გუბერნატორის მოვალეობას კობა ქანთარია ასრულებს.
ამავე თემაზე:
ლევან
შონია:იმედს ვიქონიებ, ახალი ხელმძღვანელი უფრო მეტს შეძლებს რეგიონის
განვითარებისთვის
მასალის გამოყენების პირობები