ენმ-მ ვიცე-მერისა და საკრებულოს წევრის შესაძლო კორუფციულ გარიგებაზე პროკურატურაში განცხადება შეიტანა (ვიდეო)
14:08 / 09.08.2018
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძე
ვიცე-მერ გია გულორდავასა და
საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდიას შესაძლო კორუფციულ
გარიგებაში მონაწილეობის გამოძიებას ითხოვს. საკითხის შესახებ
მოკვლევის დაწყების მოთხოვნით მან ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში
განცხადება შეიტანა. წითლიძის თქმით, საუბარია ზუგდიდის ცენტრალური
ბაზრის შიდა ტერიტორიაზე არსებული ფართის დაკანონებასა და ამავე
ადგილზე მშენებლობის დაწყებაზე.
„ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას პატრონაჟით სანდრო სორდიას მამა
ცდილობს ბიზნესის უკეთ მოწყობას. დემნა სორდიამ 2016 წლის აპრილში
დაიკანონა ფართი, როცა მისი შვილი მერიაში იურისტი იყო, შემდეგ კი
2018 წელს ექსკლუზიურად მიიღო მშენებლობის უფლება მაშინ, როცა სანდრო
სორდია საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. ამ
დრომდე ვერც ამ ფართის გაფორმებას ახერხებდა ვინმე და ვერც
მშენებლობის ნებართვის მიღებას. განცხადებით ვითხოვთ დაიწყოს მოკვლევა
ჩვენი მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი სავარაუდო კორუფციისა და
ნეპოტიზმის ფაქტზე“, - აღნიშნა წითლიძემ.
გარდა ამისა, მისივე მტკიცებით, ამ ტერიტორიის გარშემო მესაკუთრეთა
დავაც მიმდინარეობს, რომელშიც მერია უკანონოდ ჩაერთო და დემნა სორდიას
მიანიჭა უპირატესობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სანდრო სორდიას მამაა.
მუნიციპალიტეტის მერიაში კი ბრალდებებს უარყოფენ. მერიის მუნიციპალური
სერვისების მართვის სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ თქვა, რომ
2016 წელს ამ ტერიტორიაზე საკუთრების უფლების აღიარება მოახდინა
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ და არა მუნიციპალიტეტის
მერიამ.
„რაც შეეხება საკუთრების უფლებას, მერიას 25-მა მესაკუთრემ მიმართა,
რომელთაც დაშენების უფლების მოპოვება მოითხოვეს. ჩვენ განვიხილეთ,
მივეცით ნებართვა, მათ შორის იყო დემნა სორდიაც, რომელმაც, როგორც
ვიცი, აღნიშნული ტერიტორია მემკვიდრეობით მიღებული ქონების საფუძველზე
დაირეგისტრირა“, - აღნიშნა ქობალიამ.
ზუგდიდის საკრებულოს პრესსამსახურში კი ჟურნალისტებს უთხრეს, რომ
აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები