ოჩამჩირეში 15 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ოკუპირებული აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირეს
მუნიციპალიტეტში, სოფელი ახუწაში
მდებარე შუა საუკუნეების ციხეს და კიდევ 14 ობიექტს კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება 31
ივლისს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული
სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. ინფორმაციას სააგენტო
ავრცელებს.
ციხე მდებარეობს სოფელ ახუწაში, მცხოვრები შოუ გუდიმის სახლის
მახლობლად პატარა კლდის თავზე და ქვით არის ნაშენი. ძეგლი სტოვებს
შთაბეჭდილებას, თითქოს ნაგებობა ორ იარუსიანი ყოფილა.
ძეგლი ნახევარზე მეტი დანგრეულია.
მასალის გამოყენების პირობები