ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე მაშველები ამ წუთებში ზღვაში ახალგაზრდა
მამაკაცს ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური
ავრცელებს. უწყების ცნობით, მამაკაცის შესახებ ინფორმაცია
მაშველებს ახალგაზრდა ქალმა მისცა, რომელიც ზღვიდან მაშველებმა ცოტა
ხნის წინ გამოიყვანეს. ამ დროისათვის მიმდინარეობს
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე
დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე
მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის
განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე
მიაღწიოს. სამსახური ასევე დამსვენებლებს მოუწოდებს, რომ ამკრძალავ
ნიშნებს ყურადღება მიაქციონ და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
მასალის გამოყენების პირობები