ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის
შუამდგომლობა, რის შედეგადაც
მამაკაცთან, რომელიც სამართალდამცავებმა ტობავარჩხილზე იძულების
მცდელობის ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ რამდენიმე წუთის წინ
გამოაცხადა.
საპროცესო შეთანხმების შედეგად, ბრალდებულს იძულების მცდელობის მუხლი
150-ე მუხლის პირველი ნაწილით შეეცვალა, რაც იძულებას გულისხმობს. მას
სასჯელის სახით ათი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა,
საიდანაც ის სამ თვეს ციხეში გაატარებს, შვიდი თვე კი პირობით მსჯავრს
ერთი წლის გამოსაცდელი ვადით მოიხდის.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა დაცვის მხარეც და ბრალდებულიც,
რომელმაც თქვა, რომ აღიარებს და ინანიებს დანაშაულს. პროკურატურამ
სხდომაზე დოკუმენტიც წარადგინა დაზარალებულის საპროცესო შეთანხმებაზე
თანხმობის შესახებ.
შემთხვევა ტობავარჩხილზე ორი დღის წინ მოხდა. მამაკაცი ტურისტების
კარავში შეღწევასა და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა,
თუმცა ტურისტებმა 112-ზე დარეკეს, რის შემდეგაც სამართალმდაცვებმა
მამაკაცი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება 19-150-ე იძულების მცდელობის
ბრალდებით მიმდინარეობდა.
ამავე თემაზე:
ტობავარჩხილზე დაკავებულის ადვოკატი: ბრალდებული სექსუალური
იძულების მცდელობას აღიარებს
მასალის გამოყენების პირობები