საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამეგრელოს იმ
რეგიონებში, სადაც ძლიერიმა ნალექმა პრობლემები შექმნა, წყლის
ამოტუმბვითი
სამუშაოები მიმდინარეობს.
კონკრეტულად, სამსახურის თანამშრომლები ამ დროისთვის ზუგდიდში,
სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში
მუშაობენ. გარდა ამისა, იწმინდება გზებიც.
ამავე ცნობით, ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა
დროულად მოხდეს ძლიერი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების
აღმოფხვრა.
სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია სახლები, ეზოები, წაღებულია მოსავლის ნაწილი და შიდა საუბნო გზები.
ამავე თემაზე:
ძველ სენაკში
ადიდებული ღელე გზის სავალ ნაწილზე მიედინება (ფოტო, ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები