ხობის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში მდებარე რამდენიმე ობიექტს
კულტურული მემკვიდრეობისუძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამის ბრაძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ 3
აგვისტოს მოაწერა ხელი.
გადაწყვეტილების თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ამიერიდან
ექნებათ:
ხეთას ციხე (ხამისკური);
ზემო ბიის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (ბია);
ზემო ქვალონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია;
ზენის ციხე (საჯიჯაო);
ყურუმულიას ციხე-ჯიხა (პირველი მაისი);
მაჩხომერის ციხე (პირველი მაისი);
ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი (ძველი ხიბულა);
გაღმა საჯიჯაოს ციხე (საჯიჯაო).
მასალის გამოყენების პირობები