ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ სამთვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)
17:51 / 10.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“
დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში მუშაობის სამთვიანი ანგარიში წარადგინა. ფრაქციის
თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და წევრმა ირაკლი ღურწკაიამ
საკრებულოში მათ მიერ წამოჭრილ რამდენიმე სოციალურ და
ინფრასტრუქტურლ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა ნაწილი,
მათივე თქმით, მოგვარდა, ნაწილი კი პრობლემად დარჩა.
„დღეს ვისაუბრეთ საკითხებზე, რომლებიც ხელისუფლებასთან ერთად
გადავჭერით და საკითხებზე, რომლებზეც არ რეაგირებენ დღემდე. ჩვენი
მიზანია მივუთითოთ შეცდომებზე და როგორ ჯობია საქმის კეთება. ეს
ხელისუფლება ვერ ახერხებს რეალური პრობლემების გადაწყვეტას და
ამიტომაც, ჩვენი გეგმაც არის სწორედ ის, რომ მივუთითოთ თემებზე,
რომლებიც პასიურობის გამო დღემდე მოუგვარებელია“, - აღნიშნა
შელიამ.
შეხვედრას, რომელიც რომელიც NDI-ის ორგანიზებით გაიმართა,
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული
პირები დაესწრნენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები