გალში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრი და მისი შემოგარენი
დაიტბორა. ინფორმაციას "სპუტნიკი" ავრცელებს. ამავე ცნობით,
დატბორილია, დაახლოებით, 35-მდე სახლი. გალის ე.წ. ადმინისტრაციის
ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას თქმით, გადაუღებლად სამი საათი წვიმდა.
"ჯერ ვერ ვასახელებთ, რამდენს შეადგენს სტიქიის მიერ მიყენებული
ზარალი", - თქვა მან. მისივე ინფორმაციით, წყლის ნაკადის გამო ე.წ.
მთავრობის წარმომადგენლები შენობიდან გასვლას ვერ ახერხებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები