საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, აბაშის
სოფლებში - წყემსსა და ზანათში
წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და არცერთ მოქალაქს საფრთხე არ
ემუქრება. ამავე სოფლებში, რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის
ევაკუაციაც დასრულებულია.
"გატარებული ღონისძიებების შედეგად სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს
და ვითარების გართულება მოსალოდნელი არ არის.საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, ვითარების
მუდმივ მონიტორინგს განაგრძობს", - აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მდინარე აბაშისწყლის ადიდების გამო, ადგილობრივი მოსახლეობის, სულ 25
ოჯახის ევაკუაცია მაშველებმა განახორციელეს.
ამავე თემაზე:
სენაკი მერია: ჭალადიდში დამბის გარღვევის
საშიშროებაა
მასალის გამოყენების პირობები