შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობისა და
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული კ.ხ.
დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა წალენჯიხის
რაიონის სოფელ ობუჯში, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 2 მოქალაქეს 4000
ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა
კ.ხ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ამავე ინფორმაციით,
დანაშაულის ჩადენის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია
ნივთმტკიცებად.
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179 -ე მუხლის
1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს ხუთიდან შვიდ წლამდე
პატიმრობა ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები