სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური, ყველა შესაბამის
უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკ-ზონების
მონიტორინგს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური
ავრცელებს.
ამავე ცნობით, 11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების
დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
შეტყობინება არ შესულა.
"სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები
დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე სტიქიის გამეორების საფრთხე
მოხსნილია. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი
მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულები არიან იმერეთის რეგიონისა და
თბილისის თანამშრომლები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური: აბაშის მოსახლეობას
საფრთხე აღარ ემუქრება
მასალის გამოყენების პირობები