საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონიდან, 14:00 საათისთვის შესულია 9 შეტყობინება.
ინფორმაციას უწყება ავრცელებს. ამავე ცნობით, ზუგდიდში
მეხანძრე-მაშველებმა 4 საცხოვრებელ სახლში აწარმოეს წყლის ამოტუმბვითი
სამუშაოები. ასევე, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მობილიზებული იყო
სასტუმრო "ოქროს საწმისის" მიმდებარედ დატბორილ ტერიტორიაზე.
მარტვილში მსგავსი სამუშაოები სოფელ ბანძაში 3 საცხოვრებელ სახლში
ჩატარდა, სენაკში კი მეხანძრე - მაშველებმა მოქალაქის საცხოვრებელ
სახლში სანიაღვრე არხიდან წყლის ამოტუმბითი სამუშაოები
განახორციელეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახანძრო-სამაშველოს დამატებითი
ძალებია მობილიზებული იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.
ამავე თემაზე:
მარტვილში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლი
ჩამოინგრა
მასალის გამოყენების პირობები