ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული
ადგილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. უხვმა ნალექმა შიდა
გზები, სანიაღვრე
არხები და ხიდ-ბოგირები დააზიანა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური
ავრცელებს.
ძლიერმა წვიმამ ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში გარკვეული
პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლების პირველი
სართულები და საკარმიდანო ნაკვეთები დატბორა.
„ამ წუთებში ანაკლიაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე
იმყოფებიან ადგილობრივიხ ხელისუფლების წარმომადგენლები”, - ამბობენ
მერიაში.
გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია ანაკლიის პორტის ტექნიკა, შპს
„ანაკლია-განმუხური რესორტი“ და ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის
ცენტრი“.
ამავე თემაზე:
სენაკში
სტიქიის დროს დაზიანებული საავტომობილოს ნაცვლად დროებითი ხიდი
მოეწყობა
მასალის გამოყენების პირობები