ანაკლიასა და ერგეტაში სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ (ვიდეო)
18:21 / 13.08.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები ძლიერმა წვიმამ დააზარალა.
განსაკუთრებული ზიანი მიადგა
სოფელ ერგეტის მოსახლეობას. ადგილობრივებმა რადიო
„ათინათს“ უთხრეს, რომ მოვარდნილმა წყალმა
მათი მოსავლის, მათ შორის, თხილის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, დაიხოცა
ათეულობით შინაური ფრინველი. ისინი ხელისუფლებას დახმარებას
სთხოვენ.
„ძალიან დიდი წყალი იყო, ასეთი სიტუაცია არ გვახსოვს. შეიძლება იმის
ბრალიცაა, არხები რომ არ არის გაყვანილი. ზარალის რაოდენობას ვერ
დაგისახელებთ, მაგრამ დახმარება გვჭირდება. არავინ მოსულა ჩვენთან“, -
გვითხრეს ადგილობრივებმა.
50-ზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთები და სახნავ-სათესი სავარგულები
დაიტბორა ანაკლიაში. სტიქიის გამო ტურისტების ნაწილმა სოფელი უკვე
დატოვა. კვაშილევების ოჯახში გვითხრეს, რომ მას შემდეგ რაც მათი სახლი
წყლით აივსო, მხოლოდ მათგან 12 დამსვენებელი წავიდა.
„ჩვენი შემოსავლის ერთდაერთი წყაროა დამსვენებლები და ფაქტობრივად,
დავრჩით ამის გარეშე. ვითხოვთ დახმარებას, რომ რამენაირად
აგვინაზღაურდეს ეს ზარალი“, - გვითხრა ოჯახის დიასახლისმა მარინა
სვანიძემ.
გადაუღებელი წვიმის შედეგად, განსაკუთრებული პრობლემები შეექმნათ
სასტუმრო „ოქროს საწმისის“ მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას.
წაღებულია შინაური ფრინველი და მოსავალი, მოვარდნილმა წყალმა საოჯახო
ტექნიკის ნაწილიც გააფუჭა.
ზუგდიდის მერიში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია ზარალს დაითვლის და
მუნიციპალიტეტი, ძირითადად, ინფრასტრუქტურული ნაწილის აღდგენაზე
იმუშავებს, რათა შემდგომში მსგავსი პრობლემები არ განმეორდეს.
რამდენიმე დღის წინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს
მუნიციპალიტეტები დააზარალა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა
აბაშის, მარტვილისა და სენაკის მუნიციპალიტეტებს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები