ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის"
ხელმძღვანელმა ზვიად ქარჩავამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ სუს-მა ააიპი-დან
გარკვეული სახის დოკუმენტაცია ამოიღო, თუმცა მათ მისთვის კითხვები არ
დაუსვამთ.
"ზოგადად, საუბარია ააიპ-ის საქმიანობის ყველა პერიოდზე. ჩვენ
ყველაფერი წესრიგში გვაქვს და არავის პასუხისმგებლობის დაყენების
საკითხს არ ველოდებით", - თქვა ქარჩავამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ,
შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ააიპ "ბოტანიკური ბაღების
მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა დაიწყო.
მერიაში კი ამბობენ, რომ ორგანიზაციას ყველაფერი წესრიგში აქვს და
სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
ამავე თემაზე:
სუს:
ზუგდიდის მერიის ააიპ-იდან დოკუმენტაცია ამოვიღეთ
ზუგდიდის ბიუჯეტიდან
განმუხურის ბოტანიკური ბაღისთვის ორი წლის განმავლობაში 150 000 ლარი
გამოიყო
მასალის გამოყენების პირობები