სენაკის მუნიციპალიტეტში, ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი
ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო
სვანეთის
სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების
დეპარტამენტმა ხიდის კონსტრუქცია 4 დღეში ააწყო.
ადიდებულმა მდინარე ტეხურმა ლეძაძამე-კვაუთის საავტომობილო ხიდი
დაანგრია და 80-მდე ოჯახი გარე სამყაროს მოწყვიტა.
ამავე თემაზე:
სენაკში
ლეძაძამე-კვაუთის დამაკავშირებელი დროებითი ხიდის მოწყობა დაიწყო
მასალის გამოყენების პირობები